მოელოდნენ რომ, 2010 წლიდან პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო 60 წლის განმავლობაში, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 9–კვირიან კამპანიას წარმართავდა, მაგრამ გუშინ მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა, 52 წლის ანდრეა ლედსომმა კამპანიიდან გამოთიშვის თაობაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც მეი მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.
ტერეზა მეიმ, მას შემდეგ რაც იგი ტორების ახალ ლიდერად და მომავალ პრემიერ მინისტრად დასახელდა, „უკეთესი ბრიტანეთის“ შენების პირობა დადო და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას „წარმატებად“ აქცევს.
BBC –ის ცნობით, პარლამენტის გარეთ საუბრისას, მეიმ განაცხადა, რომ მას „პატივი ერგო“ შეცვალოს დევიდ ქამერონი, მას შემდეგ რაც მისმა ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა ანდრეა ლედსომმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი გამოეთიშა კამპანიას.
დევიდ ქამერონი პრემიერ მინისტრის რანგში დღეს ბოლოჯერ უხელმძღვანელებს მინისტრთა კაბინეტის სხდომას, რადგან ტერეზა მეი მის ჩასანაცვლებლად ემზადება. ამის შესახებ BBC წერს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 13 ივლისს, პრემიერ მინისტრის პოსტს ტერეზა მეი დაიკავებს.
ქამერონმა თქვა, რომ იგი აღფრთოვანებულია იმით, რომ „ლიდერობისთვის ხანგრძლივი კამპანია“ არ გაიმართება და მეის მისი „სრული მხარდაჭერა“ გააჩნია. მან აღნიშნა, რომ ლედსომმა „მართებული გადაწყვეტილება“ მიიღო.
ქამერონი დღეს კაბინეტის ბოლო სხდომის გამართვის შემდეგ, ოთხშაბათს, შუადღემდე პარლამენტში პრემიერ მინისტრის შეკითხვებს პრემიერ მინისტრის რანგში ბოლოჯერ დაესწრება და ამის მერე გაემგზავრება ბუკინგემის სასახლეში, რათა ფორმალურად ამცნოს დედოფალს მისი გადადგომის შესახებ.
„ამგვარად, ჩვენ გვეყოლება ახალი პრემიერ მინისტრი ამ შენობაში, ჩემს უკან (მან დაუნინგ სთრითის 10 ნომრისკენ მიანიშნა) ოთხშაბათ საღამოსთვის“, განაცხადა ქამერონმა.
ეს ნიშნავს იმას, რომ 59 წლის ტერეზა მეი ქამერონს ოთხშაბათს ჩაანაცვლებს, მივა ბუკინგემის სასახლეში და განუცხადებს დედოფალს, რომ იგი ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ამის შემდეგ ხუთშაბათს და პარასკევს მეი მისი მთავრობის ახალ მინისტრებს დაასახელებს. იგი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერ მინისტრი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.