პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 20-მდე ახალ სახეს წარადგენს.
ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული სიის ფორმირება 18 ივლისამდე დასრულდება.
„მზად ვართ რამდენიმე 20-მდე ახალი მონაწილე წარმოვადგინოთ ჩვენი პარტიის, იმის მიუხედავად, იქნებიან სიაში თუ მაჟორიტარებად, ყოველ შემთხვევაში, ეს ხალხი იქნება „ქართული ოცნების“ აქტივი. წარმოდგენილი იქნება უახლოეს დღეებში და თქვენ ამას შეიტყობთ. იმედია, რომ 18-მდე მთელი სია იქნება თქვენს განკარგულებაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალის სახეების წარდგინება ხვალ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაგეგმილ პრეზენტაციაზე მოხდება. საზოგადოებას პარტიის ახალ წევრებს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.