ჯონ ქერი მოსკოვში ჩავა, სადაც სირიის, უკრაინის კრიზისის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებს განიხილავს
12-07-2016, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი 13–14 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მიწვევით პარიზს ესტუმრება და ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

 


ქერი პარიზიდან, 14–15 ივლისს მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებთან, სხვა საკითხებთან ერთად სირიის, უკრაინის კრიზისის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებს განიხილავს.

 


მოსკოვიდან ქერი 15–17 ივლისს ლუქსემბურგში, 17–18 ივლისს კი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან, საგარეო საქმეების საბჭოს სხდომამდე, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს განიხილავს.

 


სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 18–19 ივლისს ქერი ლონდონს ესტუმრება, სადაც ის იემენის და სირიის საკითხებზე მრავალმხრივ შეხვედრებს დაესწრება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი