მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი დააკავეს.
რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან შესაძლო კავშირში და ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.
ზაქრო კალაშოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 11 ივლისს დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა, სადაც ე.წ. კრიმინალური სამყაროს ლიდერი გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.