თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკს ეწვია
12-07-2016, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფ. ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკს ეწვია და ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო. ამის შესახებ guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


"კარგია, რომ აქ იკრიბებიან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ახალგაზრდები, მათ შორის აზერბაიჯანული სკოლიდან. ბავშვობიდან დაწყებული ურთიერთობა საუკეთესო მეგობრობად ჩამოყალიბდება და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია,“-აღნიშნა თეიმურაზ ჯაფარიძემ.

 


„მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ და რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი უკვე მე-5 წელია წარმატებით ფუნქციონირებს.

 


ინტელექტუალური თამაშებითა და სპორტული შეჯიბრებებით დატვირთული ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მასპინძლობს. ,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ ძევრის სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს და მას დაფინანსებასაც უწევს. სკოლისა და ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს შორისაა ზამთრის და ზაფხულის ინგლისურენოვანი ბანაკების მოწყობა.

 


ორგანიზაცია ასევე კურირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე სკოლას, რომლის ფარგლებშიც სრულად ფარავს ამ სკოლების წარმატებული მოსწავლეების უნივერსიტეტში სწავლის ხარჯებს და უზრუნველყოფს მათ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასევე, მაკლეინის ორგანიზაციისა და ბეისბოლის ფედერაციის მჭირდო თანამშრომლობის საფუძველზე, აქტიურად მიმდინარეობს სკოლებში ამ სპორტის პოპულარიზაცია.

 


"მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ აქტიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ასევე, განათლების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანულ სკოლას შორის 2014 სასწავლო წელს მეგობრულ-საქმიანი თანამშრომლობა დაიწყო.

 


ძევრის სკოლის დირექტორის მანუჩარ ფანჩულიძის თქმით, ბანაკების დანიშნულება ბავშვების ლიდერებად გაზრდაა, რათა შემდეგ თავიანთ სკოლებშიც განახორციელონ სხვადასხვა პროექტები. საზაფხულო ბანაკი-ძევრი დღეს დაიხურება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი