თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ სოფელ ძევრის პარკეტის მწარმოებელი საწარმო დაათვალიერა. ამხანაგობა „ძევრის მერქნის" კუთვნილ საწარმოში გამგებელი და მასთან ერთად მყოფი თანამდებობის სხვა პირები მოხარშული ხისაგან პარკეტის დამზადების პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ guardian.ge–ს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ამხანაგობა „ძევრის მერქანის“ დირექტორის პაატა აბჟანდაძის ინფორმაციით, ხის გადადამუშავებელ დაზგა-დანადგარებთან ერთად, საწარმოს ასევე აქვს ე.წ. სახარში, რომელშიც ხდება ხის მოხარშვა და შემდგომში მისი ტრანსპორტირება ახალ შენობაში – საბოლოო პროდუქტის მიღების მიზნით. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 12 ადგილობრივი მოსახლე, უახლოეს მომავალში კი დამატებით 10-13 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
„მოხარული ვარ, რომ საწარმო ფართოვდება, იქმნება სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის კეთილდღეობაზე. თქვენ სტიმულს აძლევთ სხვებს, რომლებიც ხედავენ თუ როგორ აღწევენ მიზანს გამრჯე და მონდომებული ადამიანები,“-აღნიშნა ამხანაგობის წევრებთან საუბრისას თეიმურაზ ჯაფარიძემ.
სამი კაცისგან შემდგარმა ამხანაგობამ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოსგან 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა და სოფელ ძევრში პარკეტისა და ასევე ინტერიერისთვის აუცილებელი სხვადასხვა ზედაპირის მქონე ხის მასალის წარმოება დაიწყო. საკუთარი თანამონაწილეობითა და პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით ამხანაგობის წევრებმა შეიძინეს პარკეტის მწარმოებელი ხაზი და პროდუქციის დამზადებას ევროპული ტექნოლოგიებით ახორციელებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.