მიჩიგანის შტატში, სასამართლოს შენობაში მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა
12-07-2016, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამი ადამიანი დაიღუპა მიჩიგანის შტატში, საკურორტო ქალაქ სეინტ ჯოზეფის სასამართლოს შენობაში მომხდარი სროლის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ცეცხლი ბრალდებულმა გახსნა, რომელიც საპასუხო სროლის დროს დაიღუპა. მან იარაღი დაცვას წაართვა, როცა დარბაზიდან მის გადაყვანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აპირებდნენ. სასამართლოს შენობაში ადამიანები თავშესაფრის მოსაძებნად გაიქცნენ, სანამ სხვა ოფიცრებმა პატიმარის ადგილზე ლიკვიდაცია მოხდინეს.

 

 

ინციდენტის დროს დაღუპული ორი პირი სასამართლოს თანამშრომელია. სროლის შედეგად შერიფის მოადგილე და კიდევ ერთი პირი დაიჭრნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

პატიმრის იდენტიფიცირება არ მომხდარა და არც ის თქმულა, თუ რა დანაშაულისთვის მიმდინარეობდა მისი გასამართლება.

 

 

საკურორტო ქალაქში, რომელიც ჩიკაგოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 160 კმ-ის მანძილზე მდებარეობს, მომხდარის გამო, სამთავრობო შენობები დროებით დაიხურა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი