გიგლა აგულაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს კი ინარჩუნებს.
ამის შესახებ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
როგორც გიგლა აგულაშვილმა "რუსთავი2"–თან საუბრისას აღნიშნა, ის „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ასევე, ცნობილი გახდა, რომ ორმა „რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.