ჩვენ გარკვეულწილად ვასრულებთ ჩვენს კოალიციურ თანამშრომლობას ჩვენს პატნიორებთან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია "უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ამ ბრძოლაში ჩვენ ვიქნებით პირველები".
"დიახ, დადგა ის დღე, ის მომენტი, რომელსაც ბევრი ელოდა. გვეუბნებოდნენ - როდის იქნება? აი, დაიწყო. "რესპუბლიკელები" ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. დღეიდან ყოველი წუთი, ყოველი დღე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ მივაღწიოთ წარმატებას, ჩვენ ვიყოთ პარლამენტში, ჩვენ ვიყოთ მოვლენათა ეპიცენტრში, ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, არ ყოფლა არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, სადაც "რესპუბლიკელები" არ ვიყავით ეპიცენტრში....
ჩვენ ვართ ამაყი იმით, რომ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. მაგრამ ქვეყანას სჭირდება გაცილებით მეტი. ჩვენ შევძელით ის, რომ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან, მაგრამ იმისთვის რომ საქართველოში საბოლოოდ და შეუქცევადად დამყარდეს მრავალპარტიული, დემოკრატიული სისტემა, ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და "რესპუბლიკელებს" აქვთ პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველები ამ ბრძოლაში.
ჩვენ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში ყველგან - მთავრობაში, პარლამენტში, ვიყავით აქტიურნი და ასევე გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან. ვიყავით ცოტა - ვაკეთებდით ბევრ საქმეს", - განაცხადა უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.