დავით უსუფაშვილი: ვიყავით მზად, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობებზე, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა
12-07-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, „დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“  მზად იყო, რომ მისი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობებზე, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა.

 

 

„ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ, რომ თან კოალიციურ ვალდებულებას ვასრულებთ და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებით. როგორ და ასე - პოლიტიკა არ არის კერძო, პერსონალური ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური, ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას, მათ შორის მთავრობაშიც. თუ ჩვენ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როცა მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენს პარტნიორებს „ქართული ოცნებიდან“. ვიყავით მზად, რომ ჩვენი წევრები დარჩენილიყვნენ ბოლომდე თანამდებობებზე და მათ გარეშე გავმართავდით საარჩევნო კამპანიას. „ქართულმა ოცნებამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა, მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ უფრო დეტალურად თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი.

 

 

აქედან გამომდინარე, „რესპუბლიკური პარტიიდან“ მთავრობაში წარგზავნილმა მინისტრებმა, რომლებმაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის, კერძოდ კი თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ მინისტრების თანამდებობებს. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან და პარტიასთან შეთანხმებით, დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებსაც ახლა უძღვებიან, დაასრულებენ და გადმოერთვებიან პარტიულ აქტიურობაში. რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა „რესპუბლიკურ პარტიას“ და რჩება თანამდებობაზე, რჩება მთავრობაში. ამ კონკრეტულ საკითხზე ალბათ, თავადაც გააკეთებს განმარტებას“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

მან ასევე, „რესპუბლიკელებს“ მიმართა,  პარტია უახლოესი ორი დღის განმავლობაში დატოვონ, თუკი რამე ეჭვი აწუხებთ.       

    

 

„ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ მივმართავთ ყველა „რესპუბლიკელს“, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად. გააკეთოს არჩევანი უახლოეს ორი დღეში, იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს და მოტივებს. ეს იქნება სუპერ ღირებულებითი, ყოფითი და პერსონალური მოძრაობა, არჩევანი უნდა გაკეთდეს, ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი