ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და ეს საქმე ერთ-ერთი მათგანია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის გახსნას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქმის დეტალებზე საუბარი პროკურატურის პრეროგატივაა.
„რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩვენი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ და ეს არის ერთ-ერთი მათგანი. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. ეს საქმეები გამოძიებულია, ბევრი დასრულების სტადიაშია და ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.