თამაზ მეჭიაური: "ქართული ოცნების" სიაში ზოგი ერთი კაცის მიერ იქნება ჩასმული, ზოგი - მეორის, ზოგი - ელჩის
12-07-2016, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ქართულ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის შესახებ კომენტარი გააკეთა ახალი პოლიტიკური ძალის "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა. მისი თქმით, სია "ჭრელი" იქნება და მასში სავარაუდოდ, ბევრი ისეთი ადამიანი იქნება წარმოდგენილი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მას საერთოდ "არ გაკარებია".

 

 

”ქართული ოცნების“ სია იქნება ჭრელი. მე არ მგონია სია ისეთი იყოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა მოიპოვოს. სია არ იქნება ერთი კაცის მიერ შედგენილი, ზოგი ერთი კაცის მიერ იქნება ჩასმული, ზოგი - მეორის, ზოგი - ელჩის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიაში ბევრი ისეთი პიროვნება ვიხილოთ, ვინც არ გაკარებია „ოცნებას“ ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

მეჭიაური მიიჩნევს, რომ თუ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და ხალხი მივა არჩევნებზე, მაშინ ოპოზიციაში ვიხილავთ ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალურ მოძრაობას”, რომლებიც ე.წ. დასავლურ ძალებს წარმოადგენენ.

 


”მოსახლეობის განწყობა არის აშკარად ნატო-ს საწინააღმდეგო. ამისთვის, უნდა გამოვიდეს მოსახლეობა და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი