თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ-ში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებს.
„ბუნებრივია, რომ აქამდე როგორც მოვედით, ზუსტად ისე, ცივილიზებულად უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. თავდაცვის სამინისტროში არის რამდენიმე ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი ხელს შეუშლის და პრობლემას შექმნის. მათ შორის ერთ-ერთი არის რამდენიმე დღის წინ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ში დაგეგმილი ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა, ამიტომ ახლა მე ამერიკაში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. მე არა მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი იყოს, რომელ რიცხვში და რომელ საათზე მოხდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ და მე და პრემიერი ამ შემთხვევაში ერთ აზრზე ვართ - არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, შუაში მივატოვო პროცესი, რომლის წარმატებისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოდი“, - განაცხადა ხიდაშელმა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.