”ცენტრ-პოინტის” დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელის ირაკლი მინდელისა და გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანის დაკავება პოლიტიკურად მართული პროცესია და ამ საქმეში არჩილ კბილაშვილის ინტერესია.
ამის შესახებ მაია რჩეულიშვილმა ,,პრაიმტაიმნიუსს” განუცხადა. მან მისი და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკურ გეგემებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე თავად დამოუკიდებლად იყრის კენჭს, მაგრამ მხარს ,,ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს.
,,ბათუმის მაგნოლია ეს არის ჩემი შპს, მე უნდა მეჩივლა როგორც მხარეს, რომ ჩემი ფული წაიღეს, გუკასთვისაც, ირაკლი მინდელისთვისაც და სალომე ჩარკვიანისთვისაც, მე არ ვარ დაკითხული, აქ არის ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესი, ჩემი დაზე სისხლის სამართლის დაწყების მოთხოვნის ორდენი გასცა აჩიკო კბილაშვილმა, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი ოფიცილაურად თავისუფლების ქუჩა 24-ში, სადაც ავაშენეთ 3600 კვადრატული მეტრის საოფისე სახლი, ნახევარი იყო მაგათი ფირმების და ნახევარი იყო ჩვენი და აი ამ კაცმა, რომელიც იყო პარტნიორი, ის იყო დაინტერესებული პირი და არ შეიძლებოდა რომ რუსუდანზე აღეძრა სისხლის სამართლის საქმე, ამის შემდეგ გვქონდა შევხედრები მასთან და ამის პარტნიორებთან და სულ გვეუბნებოდნენ ნახევარიც დაგვითმეთ უნდა დაგსაჯოთო და დასჯა რაში გამოიხატებოდა იცით? უკანონოდ უნდოდათ წაერთმიათ. სინამდვილეში, მათ მოგვცეს ხარვეზიანი მიწა, ანუ ,,გაპრავება” უნდოდათ ქურდობის”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ვახტანგ რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და თვითონ მაია რჩეულიშვილი თავისუფალ მაჟორიტარებად კენჭისყრას აპირებდნენ.
,,პოლიტიკაში იყო ვახტანგი, რუსუდანი და ახლა ვაპირებდით მაჟორიტარად კენჭის ყრას, ვახო ჩუღურეთში, მე მახინჯაურში და რუსოს ოლქი ამორჩეული არ ჰქონდა. რატომ ვაპირებდით იცით?ჩვენ არასდროს არ გვიმართლებია თავი, სიტუაცია არის ასეთი. ბათუმის მაგნოლაიზე ვერ იგებენ რომ არის შპს და ჩემი საკუთრება და მე უნდა მეჩივლა გუკასთვის, ვერ იგებენ რომ 16 მილიონის ფართი მე გადავეცი იმ დაზარალებულებს, რომლებსაც რაღაც ობიექტები არ აუშენდათ და იზარალეს 16 მილიონი. დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს, მაგრამ რასაკვირველია მხარს ,,ნაციონალურ მოძრაობას” ვუჭერ”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.