საერთოდ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პარლამენტის წევრად, მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი აღმასრულებელი ფიგურა, - აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
„გუშინ მქონდა ძალიან კორექტული საუბარი პრემიერთან. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ მას, ჩვენი ურთიერთობა მაქსიმალურად მეგობრული და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში იყო, მაგრამ მკაფიოდ გამოჩნდა პოზიცია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებას“ ურჩევნია, რომ მინისტრები იყვნენ მკაფიოდ გამოკვეთილი თავიანთ პარტიულობაში“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, პარტიული საქმიანობის დატოვებისა და მინისტრად დარჩენის თაობაზე მის მიმართ პრემიერისგან შეთავაზება არ ყოფილა.
„არ ყოფილა ასე, წინაასაარჩევნო კამპანიაზე იყო მხოლოდ საუბარი“, - განუცხადა ზაქარეიშვილმა, რომელიც თანამდებობას უახლოეს ორ კვირაში დატოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.