პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოხატულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გახდეს შეშფოთების საგანი ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მეორის გაკრიტიკება.
პრემიერის შეფასებით, ეს არის ჯანსაღი დისკუსია არასამთავრობოებს შორის და დამახასიათებელია დემოკრატიული ქვეყნებისთვის.
„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება და თავისუფლება, ერთმანეთზე გამოთქვას აზრი. მთავრობის წევრები ხშირად ვისმენთ კრიტიკას, ყოველთვის გაგებით ვეკიდებით და ეს არის ნორმალური პროცესი. ჩვენ უზრუნველვყავით სრული დემოკრატია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტყვის თავისუფლება გარანტირებულად დაცული იყოს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.