სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანის განცხადებით, მისი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ბოროტად სარგებლობდნენ.
ამის შესახებ სალომე ჩარკვიანის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაწერა.
სალომე ჩარკვიანი მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ოჯახებს მიმართავს და ამბობს, რომ არანაირი წვლილი არ მიუძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში.
„მაია, ნიკა, დარსო, ძალიან დიდ გაუგებრობაში მოვყევი. კარგად იცით, რომ არანაირი წვლილი არ მიმიძღვის არც ფინანსურ და არც რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში და ვიყავი მხოლოდ ფორმალურად ამ პოზიციაზე. ასევე გაუგებარია რატომ ვიყავი გაფორმებული ამ პოზიციაზე 2006 წლის ჩათვლით, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ ბევრად ადრე მაქვს განცხადებები დაწერილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფაქსიმილიეთი და მინდობილობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა და ამ მდგომარეობამდე მიმიყვანდა. ამიტომ, სასწრაფოდ მიიღეთ ყველა ზომა იმისთვის, რომ აქაურობა დავაღწიო თავი რაც შეძლება მალე - დღეს, ხვალ”, - ამბობს ჩარკვიანი.
შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს შპს ,,ცენტრ პოინტი აჭარას“ ყოფილი დირექტორები სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.