საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ფუნდამენტური და დროული რეფორმა, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიშველაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, მოეწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოოდ მისაღებად.
„თუმცა დეპუტატების მხრიდან დაინტერესება და სურვილი სასამართლო სისტემაში ცვლილებების გასატარებლად ნაკლებია, რაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის. გაუგებარი და გასაკვირია ცალკეული დეპუტატების კომენტარები, რომ მესამე მოსმენის წინ, როდესაც ხდება მხოლოდ ტექნიკური და სარედაქციო ჩასწორებები, მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვისას პარლამენტარებს პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არ აქვთ. პრეზიდენტის აზრით, ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს რეფორმირებისა და გაჯანსაღების საკითხში პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში და არც საპარლამენტო უმცირესობაში“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.