პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესს, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაერთი კონსულტაცია გამართა დაინტერესებულ მხარეებთან, ასევე, მუდმივად მიმდინარეობდა საარჩევნო თემებზე მსჯელობა პოლიტიკურ სპექტრთან, როგორც საკონსტიტუციო ცვლილების, ასევე კოდექსის მიმართულებით.
”თუმცა, მმართველმა კოალიციამ მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა, არათუ არ იზრუნა დაპირებების შესრულებაზე, არამედ არც ერთ კონსულტაციაში მონაწილეობაც არ მიიღო.
შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, ეს არ არის იდეალური კანონი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პარლამენტს აქვს ნება მიიღოს უკეთესი კანონმდებლობა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამწუხაროდ უკეთესი რეფორმა საარჩევნო კოდექსის ვერ ხერხდება,” -განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.