მესტიის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 21 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება – პროექტი 2016 წლის დეკემბერში დასრულდება
12-07-2016, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

 

 

მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

 


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდება წყლის გამწმენდი ნაგებობის, 2 ახალი რეზერვუარისა და წყლის მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა.

 

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 21 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.

 


აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, მესტიაში მცხოვრები 1000-მდე ოჯახი და ასევე, იქ ჩასული ტურისტები 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი