პროკურატურის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობისთვის დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია აცხადებს, რომ ის დღეიდან თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. ხვიტია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ის და მისი შვილები შურისძიების ობიექტები გახდნენ.
„სახელმწიფო დღეს გახდა მკვლელების, ყაჩაღების, მძარცველების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების და გამტაცებლების ოფიციალური ადვოკატი. ამ ქვეყანაში დღეიდან ვერცერთი მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვერ იგრძნობს, ეს, რასაკვირველია, პირველ რიგში გვეხება მე და ჩემს შვილებს, რამდენადაც ჩემი მეუღლე ამ ჩამოთვლილი დამნაშავეების გარდა, ებრძოდა ღიად, პერსონალურად, კანონიერ ქურდებს და ქვეყნის მოღალატეებს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული საფრთხეები და დარტყმები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ", - განაცხადა ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-თან ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.