"თავისუფალი დემოკრატების" ეკონომიკურ გუნდს ნათია კუტივაძე შეუერთდა
12-07-2016, 08:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს, კერძოდ კი პარტიის ეკონომიკურ გუნდს ნათია კუტივაძე შეუერთდა. კუტივაძე საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.

 


‘’ნათია არის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ეკონომიკური პროგრამის თანაავტორი, ეკონომიკის დოქტორი და ფინანსების მაგისტრი, განათლება მიღებული აქვს იტალიაში და ამერიკაში, სწავლობდა ეკონომიკის დოქტორანტურაში მილანის უნივერსიტეტში (იტალია) და MIT-ში (მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტში, აშშ). ნათიას აქვს სოლიდური აკადემიური გამოცდილება - არის წიგნის ,,სახელმწიფო ვალი, ფინანსური განვითარება და ეკონომიკური ზრდა’’ ავტორი, რომელიც ამერიკაში (ნიუ-იორკი) გამოქვეყნდა, სამეცნიერო კვლევების/პუბლიკაციების (20-ზე მეტი) ავტორი. ნათიას აქვს სოლიდური გამოცდილება როგორც საჯარო სექტორში მუშაობის (საქართველოს პარლამენტი და ეკონომიკის სამინისტრო), ასევე არასამთავრობო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სადაც მიღებული აქვს საჯარო პოლიტიკის, ფინანსების და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სფეროში სოლიდური გამოცდილება. არის რამდენიმე ეკონომიკური რეფორმის პროექტის თანაავტორი, როგორიცაა ახლახანს მიღებული ,,კონკურენციის შესახებ’’ კანონი, ხოლო მანამდე -,,მარეგულირებელი ორგანოების შესახებ’’ კანონი. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ნათიას უშუალო ექსპერტული ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნა ქართულ ბაზარზე გიგანტი საერთაშორისო გადამზიდავების (DHL, TNT) დარჩენა. როგორც გახსოვთ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ,,ფოსტის შესახებ’’ კანონპროექტით ხდებოდა ,,საქართველოს ფოსტის’’ კანონისმიერი მონოპოლიის დამკვიდრება და გიგანტი საერთაშორისო გადამზიდავები იდგნენ ქართული ბაზრის დატოვების საფრთხის წინაშე. ათიათასობით მოქალაქეს გაუძვირდებოდა ინტერნეტით პროდუქტის შეძენა მაგრამ ნათიას კვალიფიციური ოპონირებით და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენელთა ,,ბრძოლის’’ შედეგად შეჩერებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საფოსტო ბაზრის ეს რეფორმა, პრაქტიკულად ,,აღკვეთილი’’ იქნა ,,საქართველოს ფოსტის’’ კანონისმიერი მონოპოლიის დაწესება და შენარჩუნდა ლიბერალიზებული საფოსტო მომსახურების ბაზარი საქართველოში. ვთვლი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ნათიას სახით ,,თავისუფალ დემოკრატებს“ ეყოლება პროფესიონალი ეკონომისტი, რომელიც ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ინტერესების კვალიფიციურ დაცვას წარმატებით შეძლებს, თავიდან აგვარიდებს ეკონომიკურ პოლიტიკაში ,,ქართული ოცნების’’ მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს, არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს და უზრუნველყოფს კვალიფიციური და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 


‘’მე ვთვლი რომ ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ პარტიაში ეკონომიკური მიმართულების წარმართვა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მწვავეა დღეს და ამდენად ყველაზე დროულად გადასაწყვეტი -საჭიროა დროული, კვალიფიციური და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომ ქვეყანა გამოვიდეს სტაგნაციის რეჟიმიდან და შესაძლებელი გახდეს პერსპექტივის გაჩენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც უნდა აისახოს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე. ჩემი აკადემიური და პროფესიონალური გამოცდილებით, შემიძლია წვლილი შევიტანო ამ საქმეში და მჯერა რომ ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების და სამთავრობო გუნდის დაკომპლექტების შემთხვევაში, რეალურად შევძლებთ შევცვალოთ ეკონომიკა უკეთესობისაკენ, რაც უპირობოდ აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე. ჩემი არჩევანი, რომ შევუერთდე ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ პარტიას და ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უკეთესობისკენ შეცვლა, პირველ ყოვლისა განაპირობა ჩვენი იდეოლოგიური ხედვის თანხვედრამ ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე და, ასევე, პარტიის აქცენტმა პროფესიონალ და კვალიფიციურ ადამიანებზე, ვისაც რეალურად შეუძლია ეკონომიკის მართვა და პროფესიონალურად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, შედეგად კი ქვეყნის განვითარებაში რეალური წვლილის შეტანა. დამეთანხმებით, რომ კვალიფიციური და პროფესიონალური კადრების და შესაბამისად პროფესიონალური და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების სერიოზული დეფიციტია დღეს მმართველ გუნდში, სწორედ პროფესიონალური ხედვის არარსებობის გამო რეალურად სტაგნაციას განიცდის ეკონომიკაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, ცალკეულ სექტორებში იქმნება არასტაბილური ინსტიტუციონალური გარემოს მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაზე და თუ ამ საკითხს უფრო გლობალურად შევხედავთ ეკონომიკის არაკვალიფიციური და არაპროფესიონალური მართვა და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები აფერხებს ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამ რეალობის შეცვლაა საჭირო ქვეყანაში და მე მზად ვარ რომ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში. მადლობა კიდევ ერთხელ ამ ნდობისათვის’’, - განაცხადა ნათია კუტივაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი