მთავარი პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული 4 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენა, სადაც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება.
როგორც ცნობილია, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე 4 პირი - მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანია ბრალდებული. მათგან მინდელი და ჩარკვიანი დაკავებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.