ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა, სამშაბათს, ესპანეთისა და პორტუგალიისთვის დეფიციტის სანქციების პროცედურა მოიწონეს, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირის აღმასრულებლებს, აღნიშნულ ქვეყნებს 20 დღის განმავლობაში დაუწესონ ჯარიმები. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ევროპის კომისიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მადრიდმა და ლისაბონმა არ გადადგეს სათანადო ნაბიჯები 2014-2015 წლების, მათი ჭარბი ბიუჯეტების კორექტირების მიზნით. აღნიშნული კი სანქციების დაწესების ფორმალური პროცედურების დაწყების მიზეზი გახდა, რაც ევროკავშირს ამ დრომდე, არასდროს გამოუყენებია.
ორი ქვეყანა ახლა თავიანთი მშპ-ს 0.2%-ის დაჯარიმებისა და ევროკავშირის სტრუქტურული დაფინანსების ნაწილობრივი შეჩერების რისკის წინაშე დგას. თუმცა, მათ მომდევნო 10 დღის განმავლობაში, შეეძლებათ დაამტკიცონ დეფიციტის შემცირების თხოვნა ან გააუქმონ ჯარიმები.
ესპანეთის ფინანსთა მინისტრი, ლუის დე გუინდოსი იმედოვნებს, რომ კომისია მხოლოდ სიმბოლურ "ნულოვან" ჯარიმას დააკისრებს.
პორტუგალისს ფინანსთა მინისტრი, მარიო ცენტენოც ასევე დარწმუნებულია, რომ ახალი ზომების მიღება საჭირო არ გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.