სამხრეთ იტალიაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
აღნიშნული კატასტროფის შედეგად ათეულობით ადამიანია დაშავებული.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 10 ადამიანი გარდაიცვალა.
BBC-ის ცნობით, ბარისა და ბარლეტას სანაპირო ქალაქებს შორის ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. გამოძიების ინფორმაციით, ორივე მატარებელი ერთ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობდა, თუმცა რა მიზეზით მოხდა შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია. მათი ინფორმაციით, ვაგონების ნაწილი იმდენად დაზიანებულია, რომ ხალხის ამოსაყვანად მათ კონსტრუქციის დაშლა უწევთ.
ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.