დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მისი ყოფილი მოწინააღმდეგის, ბერნი სანდერსის მხრიდან ოფიციალური მხარდაჭერა და მოწონება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
ვერმონტის სენატორი და დემოკრატიული პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი კლინტონთან ერთად გამოჩნდა ნიუ ჰამპშირის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე.
"ქალბატონი კლინტონი იქნება დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი და მე განზრახული მაქვს ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ იგი შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი იყოს", განაცხადა სანდერსმა და დაამატა, რომ ჰილარი კლინტონი, იმ გამოწვევების და სერიოზული კრიზისის დასაძლევად, რის წინაშეც ამერიკელი ხალხი დგას, "საუკეთესო კანდიდატი" იქნება.
აღსანიშნავია, რომ სანდერსმა თებერვალში ნიუ ჰამპშირის პრაიმერში ჰილარი კლინტონი დაამარცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.