გიორგი კვირიკაშვილი თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის გადადგომის შესახებ კომენტარს აკეთებს
12-07-2016, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის გადადგომის პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება და საბოლოო გადაწყვეტილება ხიდაშელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

 


”გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარტია გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, იყო გარკვეული კონსულტაციები და ცივილიზებულად მივიღეთ გადაწყვეტილება. თავდაცვის მინისტრს აქვს ვიზიტი აშშ-ში, რომელიც ჩასატარებელია. დღეს არ ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას, ველოდებით ვიზიტის დასრულებას. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, ამ დღეებში დასრულდება აბსოლუტურად ცივილიზებულად ყველა პროცედურა”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ მინსიტრმა გიგლა აგულაშვილის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილებაზეც გააკეთა კომენტარი. ”ჩვენ გვქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე. კონკრეტულად მისი სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გიგლა არის ძალიან კარგი მინისტრი და ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთ გუნდში მუშაობა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი