ავსტრიის მთავრობა იმ სახლის დაპატრონებაზე ფიქრობს, სადაც 1889 წელს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა. ამით ის ცდილობს ეს ადგილმდებარეობა ნეო ნაცისტების სამლოცველო ადგილად ქცევისაგან დაიცვას. ამის შესახებ BBC წერს.
სახლის მეპატრონემ, პენსიაზე გასულმა ადგილობრივმა ქალბატონმა წარსულში არაერთხელ განაცხადა უარი სახელმწიფოს მხრიდან ბრაუნაუ ამ ინში მდებარე სახლის შესყიდვის თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებაზე.
მიუხედავად ამისა, არსებობს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა უყონ შემდეგში აღნიშნულ სახლს.
შინაგან საქმეთა მინისტრს სახლის დანგრევა უნდა, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ მუზეუმი ან სულაც სუპერმარკეტი უფრო ეფექტურად მოახდენს მის „დეპოლიტიზებას“.
„გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რადგან რესპუბლიკას სურს დაიცვას ეს სახლი ნეო ნაცისტებისთვის „კულტის ადგილად“ ქცევისაგან, რასაც წარსულში განმეორებით ჰქონდა ადგილი, როდესაც ხალხი იკრიბებოდა იქ და გაჰყვიროდა ლოზუნგებს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ სობოტკამ.
„ეს ჩემი შეხედულებაა, რომ დავანგრიოთ სახლი“, დაამატა მან. თუმცა ვიცე კანცლერმა რეინჰოლდ მიტერლეჰნერმა თქვა, რომ პროექტი „საგანმანათლებლო ღირებულებით“, როგორიცაა მაგალითად მუზეუმი, უკეთესი იქნებოდა ამ ადგილმდებარეობის გამოსაყენებლად, ნათქვამია გაზეთ Die Presse-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ავსტრიის წინააღმდეგობის დოკუმენტაციის ცენტრში აცხადებენ, რომ სახლს ადამიანთა მზარდი რაოდენობა სტუმრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გერჰარდ ბაუმგარტნერმა განაცხადა, რომ შენობის დანგრევა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან მემარჯვენე ფრთის ექსტრემისტებს ამ ადგილის ნაცვლად შეკრება „ჰიტლერის მოედანზე“ ან „ჰიტლერის პარკში“ შეეძლებათ.
„ადგილი სრულად უნდა იყოს დეპოლიტიზებული და რაღაც ისეთი უნდა იყოს იქ, რომ არავის მის წინ ფოტოების გადაღების სურვილი არ გაუჩნდეს“, - განუცხადა მან ტელეკომპანია ORF-ს.
სუპერმარკეტის ან სახანძრო სადგურის განლაგებას შენობაში სასურველი შედეგი ექნება, თქვა ბაუმგარტნერმა.
ავსტრიის სახელმწიფოს სახლი 1972 წლის შემდეგ აქვს დაქირავებული და ამჟამად დაახლოებით 4, 800 ევროს იხდის თვეში.
წარსულში შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სახელოსნოებად იყო გამოყენებული, მაგრამ 2011 წლის შემდეგ დაცარიელებულია, რადგან მფლობელმა არაერთგზის განაცხადა უარი სახლის მომავალი გამოყენების იდეაზე, ისევე როგორც სახელმწიფოს მხრიდან ყიდვის შეთავაზებაზე, - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ახალი წინადადების თანახმად, მეპატრონე მიიღებს იმის მსგავს კომპენსაციას, რაც გაიცემოდა მაშინ, როცა ახალი სარკინიგზო ლიანდაგის გაყვანის პროექტის განხორციელების პერიოდში სახლების დანგრევისას გაიცემოდა.
ამჟამად სახლის დაპატრონების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტში გადაიგზავნება, და თუკი ის მიიღეს, შენობის ბედს 12-კაციანი კომისია გადაწყვეტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან პოლიტიკის, ადმინისტრაციული სექტორის, აკადემიის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
შენობის წარსულის მხოლოდ ერთადერთი ნათელი კავშირია სახლის გარეთ არსებული ქვა, შემდეგი სიტყვებით: „მშვიდობის, თავისუფლების და დემოკრატიისთვის. არასოდეს კვლავ, ფაშიზმი. მილიონობით გარდაცვლილი გვახსენებს ჩვენ“. ჰიტლერის სახელი არ ჩანს.

ადოლფ ჰიტლერი ზალცბურგერ ვორსტადტის ქუჩაზე მხოლოდ რამდენიმე კვირა მანამ ცხოვრობდა, სანამ მისი ოჯახი ბრაუნაუში სხვა მისამართზე გადავიდოდა. მათ ქალაქი მაშინ დატოვეს, როცა ჰიტლერი სამი წლის იყო.
ჰიტლერი ნაცისტურ გერმანიას 1933 წლიდან მის სიკვდილამდე, 1945 წლამდე, მე-2 მსოფლიო ომის დასრულებამდე მართავდა.
ნაცისტურმა რეჟიმმა, რომელმაც 1939 წელს პოლონეთის დაპყრობით მე-2 მსოფლიო ომს დაუდო დასაბამი, მილიონობით ადამიანი მოკლა, მათ შორის მოაწყო ებრაელების ჰოლოკოსტა - მათი მასობრივი მკვლელობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.