პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისაგან "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებისა და ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად კენჭისყრის შეთავაზება მიიღო და "რესპუბლიკელი" მინისტრების მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმისას მათ პოსტები შეუნარჩუნდებოდათ. ამის შესახებ უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ქართული ოცნებისგან“ და პრემიერ მინისტრისგან მივიღე წინადადება, რომ პირადად მე „რესპუბლიკური პარტია“ დამეტოვებინა, მაჟორიტარულ ოლქში კენჭი დამოუკიდებლად მეყარა და მომავალ პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა ასე გამეგრძელებინა. პოსტებზე დარჩენის შესაძლებლობა ექნებოდათ იმ მინისტრებს, რომლებიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამდნენ. მე ამ შემოთავაზებაზე ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა, რომ ეს შეუძლებელი, გაუმართლებელი იყო და შედეგის მომტანი არავისთვის არ იქნებოდა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დააკონკრეტა თუ რა თანმხვედრი წინადადება ჰქონდათ თავად მათ, "რესპუბლიკელებს".
“ჩვენ გვქონდა სანაცვლო წინადადება, რომ თუ გვაქვს სურვილი, ჩვენი თანამშრომლობა ახლაც და მომავალშიც დავადასტუროთ, ჩვენი მინისტრები მზად იქნებიან, არჩევნების ბოლომდე მთავრობაში დარჩნენ. ამას საპასუხო წინადადება მოჰყვა, რომ რესპუბლიკელი მინისტრების მთავრობაში დარჩენა, პარტიაში დარჩენასთან ერთად, „ქართული ოცნებისთვის“ წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ კოალიციასთან დაკავშირებით არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რაც თავად „ქართულმა ოცნებამ“ არ გააკეთა.
„ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად მიდის და ჩვენც ეს ვთქვით. არჩევნებზე დამოუკიდებლად წასვლა ერთი პარტიის მინისტრებისთვის თუ მთავრობის დატოვებას არ ნიშნავს, მეორისთვის რატომ ნიშნავს?! გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერია და არჩევნებზე აპირებს პარტიას საარჩევნო სიაში გაუძღვეს, მთავრობას ემიჯნება?! ან რომელიმე მინისტრი, თუ ის პარტიაშია, თავის პარტიას ემიჯნება?! “, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.