„ქართული ოცნება" დღეს საარჩევნო სიის 16 წევრს წარმოადგენს, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებშიც იყრიან კენჭს. ამ სიაში ერთი წევრი „კონსერვატიული პარტიიდან“ იქნება, თუმცა მისი ვინაობა პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, აღნიშნულ სიაში კი მთავრობის წევრები არ იქნებიან წარმოდგენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
„დავამტკიცეთ 16 კანდიდატი, რომლებიც მოიაზრებიან როგორც მაჟორიტარულ, ისე საპარლამენტო სიაში. მათ შორის არის 8 ქალბატონი და 8 მამაკაცი. პარტიის მხრიდან წარდგენები გაგრძელდება. 18 ივლისს ვხსნით საარჩევნო კამპანიას ქუთაისში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება და ჩვენი ამომრჩეველი ძალიან კმაყოფილი იქნება ამ ადამიანების სახელებით და გვარებით“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.