პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება – საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებული საწარმოების ნუსხას დაემატება შპს „იწის წყალი“, რომელიც ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.
„პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის,“ – განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.