გუკა რჩეულიშვილი: მე ვიყავი "ცენტრ პოინტის" გენერალური დირექტორი და მოსამართლეს არ ექნება სხვა გზა, რომ დანარჩენი პირები არ გამოუშვას
13-07-2016, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, მისი ოჯახის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ მოტივებთან არის დაკავშირებული.

 

 

ამის შესახებ რჩეულიშვილმა სოციალურ ქსელში, სანამ ის სამართალდამცველებს ჩაბარდებოდა, ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

 

 

„ყველა ალბათ ადევნებთ რაც ხდება ჩემსა და ჩემი ოჯახის ირგვლივ.  ის, რაც დედაჩემთან და ჩემთან დაკავშირებით ხდება, პოლიტიკურია. ვის რა და როგორ არ აწყობს, ეს მე არ ვიცი. მე „ცენტრ პოინტის“ გენერალური დირექტორი ვიყავი და ახლა ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში მე უნდა მივიდე,  ჩავბარდე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ყველა ამ საბუთზე მე მაქვს ხელი მოწერილი, სალომე ჩარკვიანის დაჭერა სასაცილოა... საღოლ, დედაჩემი რომ დაიჭირეთ. ამით არ მთავრდება ცხოვრება. მეც ჩავბარდები ახლა. მე ვიყავი გენერალური დირექტორი და  მოსამართლეს არ ექნება სხვა გზა, რომ დანარჩენი პირები არ გამოუშვას“,- ამბობს გუკა რჩეულიშვილი.

 

 

გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან დააკავეს. დაპატიმრების დროს გუკა რჩეულიშვილთან ერთად მისი მეუღლე ლელა კილაძე და მსახიობი მიშა მესხი იმყოფებოდნენ.

 

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს – გურამ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მაია რჩეულიშვილი დარბაზშივე აიყვანეს. 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი