„ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით ე.წ. შინაპატიმრობის რეჟიმში“,-განაცხადა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის დამ, რუსუდან კერვალიშვილმა.
მისი თქმითვე, „ცენტრ-პოინტის” საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანი არის სრულიად უდანაშაულო.
„გაოცებული ვარ ამ ყველაფრით, რადგან ეს განხორციელდა იმ შანტაჟით, რომლითაც სალომე ჩარკვიანის დაკავება მოხდა. კომპანიას ჰყავდა 11 ათასი დასაქმებული ადამიანი და მათ შორის იყო სალომე. ის არის სრულიად უდანაშაულო. რაც შეეხება ჩემს დას, ჩემი და კატორღულ მუშაობას ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ სასამართლოში ვცხადდებოდით. ჩვენ სამი წელიწადია არ გვაქვს პირადობა და ვიმყოფებით იმ რეჟიმში, რასაც ე.წ. შინაპატიმრობა ჰქვია. ამის მიუხედავად, მაიას ერთი წამით არ დაუხევია უკან იმის შესასრულებლად, რასაც თავის მოვალეობად თვლიდა. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც სასამართლოზე მიდიოდა, მან თანამშრომლებს უთხრა, რომ გააგრძელონ მუშაობა, რათა ადამიანები დაკმაყოფილდნენ. შევდივარ იმათ მდგომარეობაში, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა, რადგან ეს ბიზნესს სარგებელს არ მოუტანს. ამის მიუხედავად, მაიას განწყობიდან გამომდინარე, საქმე არ შეწყდება. ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, რადგან მეც და მაიასაც გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს შემდგარი სახელმწიფო“, - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს – გურამ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მაია რჩეულიშვილი დარბაზშივე აიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.