„ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა 20 ივლისამდე გადაიდო
13-07-2016, 03:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსუდან კერვალიშვილის შეუძლოდ ყოფნის გამო „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა 20 ივლისამდე გადაიდო. რუსუდან კერვალიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ადვოკატმა განმარტა, რომ გუშინდელი მოვლენების, კერძოდ, მაია და გუკა რჩეულიშვილების დაკავების გამო, კერვალიშვილი შეუძლოდ გახდა და რამდენჯერმე მოუხდა სასწრაფოს გამოძახება.

 

 

ადვოკატის ინფორმაციით, კერვალიშვილი ამ წუთებშიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

„პროკურატურის შუამდგომლობა იყო პირდაპირ მაიას წინააღმდეგ მიმართული. იყო პირდაპირ მიმართული ვექტორი მაია რჩეულიშვილის ჩამოშორებაზე საქმის მართვისაგან. ქალბატონი რუსუდანი უკვე დიდი ხანია აღარ არის კომპანიის მართვაში. ის არის კომპანიების დამფუძნებელი მხოლოდ. უშუალო მართვას ის არ ახორციელებს და სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს პროკურატურას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის მოთხოვნაზე,“- განაცხადა ადვოკატმა მარინა ჭიღაშვილმა.

 

 

დღევანდელ პროცესზე საბადრაგო სამსახურის მიერ წარმოდგენილი იყო საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, რომელსაც „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, სხვა ეპიზოდზე გუშინ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

 

 

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა“ თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი