დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან თავის დაღწევის მცდელობების კომპლექსურობა ნათლად განსაზღვრა საგარეო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა, რომელმაც განაცხადა, რომ გამოსვლის პროცესი შესაძლოა 6 წელიწადი გაგრძელდეს და ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებებზე ხელმოწერები ამ შუალედში შეიძლება შეზღუდული იყოს. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
ჰამონდი თემთა პალატაში სამშაბათს საუბრობდა და ზეწოლის ქვეშ მოექცა " Brexit" –ის პროცესის მუშაობის ახსნისას. Brexit–ის ოპონენტმა, რეფერენდუმის კამპანიისას თქვა, რომ ევროკავშირის დატოვების პროცესს შესაძლოა იმაზე დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე მე–2 მსოფლიო ომის დასრულებას დასჭირდა, და სამშაბათს მას ამ შეფასებისაგან არ გადაუხვევია.
"წუხილი იმას შეეხება, რომ თუ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მომავალი ხელშეკრულება იქნება შერეული უფლებამოსილების მქონე, მისი რატიფიცირება უნდა მოახდინოს 27–მა ეროვნულმა პარლამენტმა. მე ვფიქრობ, მაქვს იმის თქმის უფლება, რომ უმოკლესი დრო, რაც ეს ევროკავშირის ნებისმიერ ხელშეკრულებაში გაკეთებულა 4 წლის ფარგლებშია და მხედველობაშია მისაღები ის დროც, რაც მოლაპარაკებას ესაჭიროება".
შერეული შეთანხმება ფარავს იმ საკითხებს, რომელზეც პასუხისმგებლობა ევროკავშირს და მის წევრ ქვეყანას გააჩნია. ამ ორმხრივ ურთიერთობებში კი სავაჭრო საკითხის გარდა, რაზეც ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ევროკავშირს აქვს დაკისრებული, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაცაა მოცემული, რაზეც წევრ ქვეყნებსაც თავიანთი წილი პასუხისმგებლობა გააჩნიათ.
ჰამონდის ვარაუდი კი ეფუძნება იმას, რომ ევროკავშირიდან გასვლის 50–ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება 2 წელიწადზეა გათვლილი, რომლის ათვლაც მიმდინარე წლის ზამთრიდან დაიწყება, ხოლო მომდევნო 4 წელიწადი კი შეთანხმების რატიფიცირების დასასრულებლად ლოდინის პერიოდის მომცველი იქნება, – წერს "გარდიანი".
ჰამონდმა ასევე ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რის წინაშეც შესაძლოა დიდი ბრიტანეთი დადგეს ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრეულებების შესახებ მლაპარაკებებისას, იმ პერიოდში, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი იქნება. მან დეპუტატებს განუცხადა: "სანამ ჩვენ 50–ე მუხლით გათვალისწინებულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირიდან გამოსვლაზე, ჩვენ ვრჩებით ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად და ჩვენი შესაძლებლობა მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ახალ სავაჭრო შეთანხმებებზე, ევროკავშირის კანონმდებლობით შეზღუდულია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.