”მე დავრჩები ”ქართულ ოცნებაში”, თუმცა, სიაში ვიქნები თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
"მირჩევნია მე სიაში არ ვიყო და პარტია უმრავლესობით გავიდეს. ქვეყანას ძალიან სჭირდება, რომ არ მივიღოთ ჭრელი პარლამენტი. რაც შეეხება ახალ სახეებს, ისინი შეირჩნენ პროფესიული ნიშნით და არიან ქვეყნის ერთგულები”, - განაცხადა ქანთარიამ.
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს დღეს წარადგენს.
გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა და მათ ახალი წევრები წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.