”არც მაჟორიტარად, არც საარჩევნო სიაში ყოფნის არც სურვილი მაქვს და არც შეთავაზება არ მქონია", - აღნიშნული განცხადება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა გააკეთა.
"ჩემი საქმიანობა პარტიული ნიშნით შეიძლება იყოს შიდა პარტიულ ფორმატში, ხოლო რაც შეეხება აქტიურ საარჩევნო კამპანიას ამაში არ ჩავერთვები”, -განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნული განცხადების შემდგომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ამ თემას ისევ შეეხო და ჟურნალისტებთან საუბრისას დააკონკრეტა, რომ არც "ქართული ოცნების სიაში" იქნება და არც მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.
კითხვაზე, მიიღო თუ არა გარანტია პრემიერისგან, რომ არჩევნებში ”ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ იქნება თუ არა მთავრობაში, აგულაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების დროს საუბარი მომავალზე იყო, თუმცა, მისთვის ამოსავალი წერტილი გარანტიების მიღება არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.