ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შესასვლელი სადარბაზოების, სარდაფების, ღია არხების მიმდებარე და დაჭაობებული ადგილების ტერიტორიების დეზინსექცია მიმდინარეობს. ამის შესახებ guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
"პროფილაქტიკური სადენზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზანია მოსახლეობის დაცვა მავნე მწერებისაგან, მღრნელებისა და ეპიდემიოლოგიური დაავადებებისაგან.
სადენზინფექციო სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 000 ლარი არის გამოყოფილი", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.