გიგლა აგულაშვილის "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების ფაქტს აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. იგი მიიჩნევს, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება "მედროვეობაა". ამის შესახებ მან გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.
"რაც შეეხება გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, ის უბრალოდ მედროვეა. არის ხალხი, რომელიც სკამისათვის პარტიას კი არა, ოჯახს დატოვებს. ეს ძველი მენტალობაა. თავის დროზე, მინისტრის პოსტი რომ შეენარჩუნებინა, მოლოტოვმა არც კი იკითხა, სად იყო თავისი ცოლი. რომ ეკითხა, იცოდა, მოხსნიდნენ, ან დახვრეტდნენ. არიან ასეთი ადამიანები. თუმცა, აგულაშვილი არაა ისეთი ხნიერი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს არავინ გაუხსენოს. თავად "რესპუბლიკელები" თანამდებობებისთვის არასოდეს იბრძვიან. პირადად ვარ უშუალო მოწმე, რომ სააკაშვილს უნდოდა ხიდაშელისა და უსუფაშვილის წამყვან თანამდებობებზე დანიშვნა, მაგრამ მათ უარი უთხრეს. ზოგადად, აღმოსავლელი ხალხი პოლიტიკაში ცოლ-ქმრის ტანდემს ვერ ეგუება. თინა ხიდაშელი კი ენერგიის ნიაგარაა, მასთან მიშას ენერგია მონაგონია. ვერავინ აჩერებს და ეს ჩვენი საზოგადოების თვალში უარყოფითად აღიქმება", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.