გიორგი კვირიკაშვილი: აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ და ფეხზე დავაყენოთ ეკონომიკა
13-07-2016, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გვინდა საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტუროთ, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგულნი ვიქნებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ხალხის სამსახურისთვის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში საარჩევნო სიის ნაწილის წარდგენამდე, სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მისი თქმით, მმართველ გუნდს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, ფეხზე დააყენოს ეკონომიკა და ყველაფერი გააკეთოს  ხალხის კეთილდღეობისთვის.

 

 

„ჩვენ არ გადაუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ, განათლებული და წარმატებული საქართველოსკენ. ილია გვეუბნებოდა: „ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“. დღეს ჩვენ თაობას პატივი ერგო იყოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ისტორიული პოლიტიკური პროცესების შემოქმედი და მონაწილე. დღეს ყველა ერთად გავდივართ იმ გზას, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, ფეხზე დავაყენოთ ეკონომიკა და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა ილიამ: „ყოველი  წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი რამდენადაც შესაძლოა ბედნიერი იყოს“. ეს სიტყვები ჩვენი გზის სისწორეს ადასტურებს. დიახ, ჩვენი ხელისუფლება ისეთ სახელმწიფოს აშენებს, რომლის ცენტრშიც გახლავთ ადამიანი და ადამიანის ღირსება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი