გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით არსებული გუნდის წევრებთან ერთად, ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს
13-07-2016, 05:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და სირთულეების მიუხედავად, ამ ოთხი წლს მანძილზე, მყარი საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ ცვლილებებს მრავალი მიმართულებით, რომლებიც სულ მალე გახდება თითოეული ადამიანისთვის ხელშესახები“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ნაწილის წარდგენისას გააკეთა.

 

 

„ხელისუფლების ვალდებულებაა, ემსახუროს ხალხს და ჩვენ ვცდილობთ ბევრი არ ვილაპარაკოთ გაკეთებულ საქმეებზე, რადგან ხალხი ამას ისედაც ხედავს. როგორც ილია ამბობს: „ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა“.

 


მეგობრებო, დღეს, ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია, ახლებური ხედვა სჭირდება. დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას.

 


დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არამარტო „ქართულ ოცნებაში“, არამედ ზოგადად, ქართულ პოილტიკაში.

 


ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულბების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია, საუკეთესო განათლება და მაღალი პროფესიონალიზმი. თითოეული მათგანი მზად არის, რომ საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს.

 


მჯერა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით არსებული გუნდის წევრებთან ერთად, ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, ჩვენი შემართება....

 


გპირდებით, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი