გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ–მუზეუმის ეზოში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარმომადგენლები დაასახელა. წარდგენილი 15 კანდიდატიდან, ორი - არჩილ თალაკვაძე და თამარ ხულორდავა მინისტრის მოადგილეები არიან.
არჩილ თალაკვაძე, ამჟამად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხოლო თამარ ხულორდავა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ დასახელებული "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ნაწილი კი ასე გამოიყურება:
თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში (ჯაში მივლინებაში ყოფნის გამო წარდგენას არ დასწრებია), ნინო გოგუაძე (კონსერვატიული პარტია), რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.
"მჯერა რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში განახლებული "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, – განაცხადა კვირიკაშვილმა საგურამოში სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.