ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
"მნიშვნელოვანი ვიზიტი აპრილში იგეგმება", - განაცხადა ბელორუსმა მაღალჩინოსანმა საქართველო-ბელორუსის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს. ქართული საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის განხორციელებაზე შემოთავაზება იყო ბელორუსის მხრიდან და მას შემდეგ ამ ვიზიტზე მუშაობა არ შეჩერებულა. საგარეო უწყებაში ლუკაშენკოს ვიზიტის თარიღს ჯერ არ აკონკრეტებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.