"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო, სამოქმედო პროგრამა გააცნო
13-07-2016, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო, სამოქმედო პროგრამა გააცნო. შეხვედრა დიპლომატებთან დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

 

 

”დიპლომატებს ვესაუბრეთ ჩვენ სამოქმედო გეგმაზე ეკონომიკური მიმართულებით, თუ როგორ ვგეგმავთ გავათავისუფლოთ სივრცე იმისთვის, რომ საქართველოში რეალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები. ასევე ვისაუბრეთ სოციალურ პოლიტიკაზე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ შევცვლოთ ის არსებული სოციალური პოლიტიკა, რასაც სამწუხაროდ, დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, რადგან ადეკვატურად არ ფინანსდება და ჩვენ ვაპირებთ, რეალური სოციალური პოლიტიკა გავატაროთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს - ეს ეხება მართლმსაჯულებას და კანონის უზენაესობას. დიპლომატიურ კორპუსს გავაცანით ჩვენი ხედვები, თუ როგორ უნდა შედგეს ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ დამოუკიდებელი სასამართლო და როგორ უნდა მოექცეს სახელწიფო იმ ჩარჩოებში, რომ მან ვეღარასოდეს ვეღარ შესძლოს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა”, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

 

 

”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წარმომადგენლის სერგი კაპანაძის თქმით, პარტიის ამოცანაა, ჰქონდეს პოზიტიური და პროაქტიული საარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დისკუსია იქნება კონკრეტულ თემებზე და არა ნეგატიურ საკითხებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი