„მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს, მის ხედვას, მის გუნდს. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ და გავხადოთ ძლიერი“,-განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ ახალგაზრდებმა დაამთავრეს მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები, იმუშავეს მსოფლიოს სხვადასხვა გამოცდილ ორგანიზაციებში და ისინი დღეს არიან შეკრებილი ერთად იმისთვის, რათა ჩვენს ქვეყანას ემსახურონ.
„მე დღეს აქ ვდგავარ და მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს გახარებული ვარ, როგორც მოქალაქე, როგორც ამ ქვეყნის შვილი, როდესაც ვნახე ასეთი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი, - განაცხადა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენ გიორგი გვახარიას პოლიტიკაში წასვლას, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ძალიან გაუხარდა გიორგი გვახარიას პოლიტიკაში წასვლა.
„მას აქვს ბიზნესთან ურთიერთობის გამოცდილება. მან ძალიან ბევრი საკითხი დაალაგა სასიკეთოდ და დარწმუნებული ვარ, მისი დეპუტატობა კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს მოუტანს ქვეყანას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ–მუზეუმის ეზოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარმომადგენლები დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილის მიერ დასახელებული "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ნაწილი ასე გამოიყურება: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში (ჯაში მივლინებაში ყოფნის გამო წარდგენას არ დასწრებია), ნინო გოგუაძე (კონსერვატიული პარტია), რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.