ალექსანდრე ჯეჯელავა: ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი მოქალაქე არ არის, მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს
13-07-2016, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რაც მეტ ადამიანს დაეკითხებიან მინისტრები აზრს თავიანთ უწყებებში, უწყებების გარეთ, თქვენს პროფესიაში და ა. შ. მით უფრო კარგი მთავრობა გვეყოლება და მეტი შანსი გვექნება, რომ უფრო პირნათლად ვემსახუროთ ხალხს“, - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტების შეკითხვას.

 

 

კითხვაზე, ხომ არ ეუხერხულება მას, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრები სხვადასხვა საკითხებზე ბიძინა ივანიშვილს აზრს ეკითხებიან და ნიშნავს თუ არა ეს არაფორმალურ მმართველობას, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადამიანია.

 

 

„მე ჯერ არ ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ასეთი შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა სურვილი მაქვს, მე ჩემი მხრივ, ძალიან ბევრ ადამიანს ვეკითხები აზრს, ბატონი ბიძინა, ეს მართალია ჩვეულებრივი მოქალაქე არ არის, მას განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ყოფილი თანამდებობის პირია, ასევე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი