ნინო ბურჯანაძე: საქართველოს პრეზიდენტმა ვერ გაბედა თავის თავზე ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება
13-07-2016, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დემოკრატიული მოძრაობა" ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტმა როგორც სამწუხაროდ მოსალოდნელი იყო, ვერ გაბედა თავის თავზე ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება".

 

 

"საქმე ეხება კანონმდებლობაში იმ საარჩევნო ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ჩვენ უფასო სარეკლამო დროის პრაქტიკულად 2/3 წაგვერთვა. ეს არის ყაჩაღური კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ “რესპუბლიკელების”, ალასანიას პარტიის და რამდენიმე სხვა პარტიის სასარგებლოდ მიიღო.

 

 

სამწუხარო რეალობაა დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. სამართალი არის კვლავ უსამართლო, ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, რაც არ უნდა გააკეთოს ”ქართულმა ოცნებამ“, პრეზიდენტმა, მათ უკან მდგომმა ძალებმა, ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს მოსახლეობის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. თუნდაც იმ შესაძლებლობებით, რასაც მიზერულად გვიტოვებს ”ქართული ოცნება“ და გვართმევს იმას, რასაც ხალხის არჩევანის შედეგად ვიღებდით. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ მოსახლეობის ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას და სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში.

 

 

ჩვენ ველოდებოდით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოაწერდა ხელს თუ არა. დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია, თუმცა ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს, გამოქვეყნებას თავი ვერ მოაბეს. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის დიდი იმედი ნამდვილად არ გვქონდა, ჩვენ სარჩელი მზად გვაქვს და ყველაზე გვიან, ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. ვფიქრობ, რომ სარჩელს ”ლეიბორისტული პარტია“ და ”პატრიოტთა ალიანსი“ ალბათ შემოუერთდება” -აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი