მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ნუ გახდება დაკვეთის შემსრულებელი ისე, როგორც მისი წინამორბედი ორი ინსტანცია, - აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-მა გუშინ ფოსტის საშუალებით ჩააბარა საკასაციო საჩივარი „სრული რწმენით იმისა, რომ პირველი-ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის აბოსულუტურად უკანონო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და არაფერი აქვს საერთო სამართლიან სასამართლოსთან“.
„ჩვენ დღეს „რუსთავი 2“-ის კოლექტივი, გუნდი, ერთიანი გუნდი, რომელშიც ბზარის შეტანა ვერ მოხერხდა და ვერ მოხერხდება, შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს....
ორივე ინსტანციაში ჩვენი პრაქტიკულად ყველა საპროცესო უფლება იქნა დარღვეული. ამის ლოგიკური შედეგი იყო ორივე ინსტანციის სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რაც ეფუძნება არამხოლოდ პროცესუალურ დარღვევებს, არამედ შინაარსობრივ უსწორობასა და უკანონობას. გადაწყვეტილება არის თავისი უკანონობის მასშტაბით უპრეცედენტო. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ყველა კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. ამიტომაც მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, გადაარჩინოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და რაც მთავარია, გადაარჩინოს ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და საერთო სასამართლოების სისტემის რეპუტაცია, რომელიც მიწასთან გაასწორა პირველმა-ორმა ინსტანციამ. ეს მათ მოახერხეს ერთადერთი სამოქალაქო სამართლებრივი საქმის ფარგლებში. საქმისა, რომელსაც „რუსთავი 2“-ის საქმე ჰქვია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ბრიფინგი სამაუწყებლო კომპანიის ცენტრალური შენობის ეზოში თანამშრომლებთან ერთად გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.