ნინო ბურჯანაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებზე: ერთადერთი კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს უცხოეთში განათლების მიღება
13-07-2016, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უცხოეთში განათლების მიღება არ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრების შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი.

 

 

მისი თქმითვე, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება სიაში, რადგან „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილების მიღების ფორმა ყველასთვის ცნობილია.

 

 

„კარგია კარგ განათლებამიღებული ახალგაზრდები. მაგრამ ერთადერთი კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს უცხოეთში განათლების მიღება იმიტომ, რომ პოლიტიკაში მარტო ეს კრიტერიუმი არ მუშაობს. ნებისმიერ ქართველ ახალგაზრდას ვუსურვებ წარმატებას, თუმცა, „ქართული ოცნების“ იმედი მაქვს მეთქი, რომ გითხრათ, ნამდვილად არა იმიტომ, რომ რეალურად მაინც არაფერი არ იცვლება. ჩვენ ვიცით, გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდება „ქართულ ოცნებაში“, ამიტომ ვინ იქნება სიაში, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ–მუზეუმის ეზოში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარმომადგენლები დაასახელა.  "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ნაწილი  ასე გამოიყურება:   თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე (კონსერვატიული პარტია), რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.  გიორგი კვირიკაშვილმა მათი წარდგენისას განაცხადა, რომ დასახელებულ კანდიდატთაგან უმრავლესობას დასავლური განათლება აქვს მიღებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი