ტერეზა მეი ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ მეორეს ხვდება. დედოფალმა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრად დანიშნა. იგი დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მივა, როგორც კი დევიდ ქამერონის ოჯახი შენობას დატოვებს.
ტერეზა მეი დედოფლის მმართველობისას მე-13 და დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, მე-2 ქალი პრემიერ მინისტრი გახდა.
ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დედოფალმა მას კაბინეტის ფორმირება სთხოვა და მან აღნიშნული თხოვნა მიიღო.
"მე დიდი პრემიერ მინისტრის, დევიდ ქამერონის კვალდაკვალ ვივლი. დევიდის ხელმძღვანელობის ქვეშ მთავრობამ ეკონომიკის სტაბილიზება მოახდინა, შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი და უფრო მეტ ადამიანს დაეხმარა სამუშაო ადგილები ეპოვნა. მაგრამ დევიდის ნამდვილი მემკვიდრეობა არა ეკონომიკა, არამედ სოციალური სამართლიანობაა - დაწყებული ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინების წარდგინებიდან, დამთავრებული დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებით, იმასთან ერთად, რომ დევიდ ქამერონი ერთი ერის მთავრობას უძღვებოდა და ეს არის ის სული, რომლითაც მეც ვაპირებ რომ გავუძღვე ქვეყანას.
ყველამ არ იცის, რომ ჩემი პარტიის სრული სახელწოდებაა კონსერვატიული და უნიონისტების პარტია და ეს სიტყვა "უნიონისტი" ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა გაერთიანების, ძვირფასი, ძვირფასი კავშირისა ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
ქამერონმა კი "დეილი ტელეგრაფს" დღეს თანამდებობიდან წასვლამდე განუცხადა: " მე დღეს ვტოვებ პოსტს და ვიმედოვნებ, რომ უფრო ძლიერ ქვეყანას ვიხილავ. დიდი პატივი იყო მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს".
მოელოდნენ რომ, 2010 წლიდან პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო 60 წლის განმავლობაში, 59 წლის ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად 9–კვირიან კამპანიას წარმართავდა, მაგრამ ორშაბათს მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა, 52 წლის ანდრეა ლედსომმა კამპანიიდან გამოთიშვის თაობაზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რის შედეგადაც მეი მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი გახდა.
ტერეზა მეიმ, მას შემდეგ რაც იგი ტორების ახალ ლიდერად და მომავალ პრემიერ მინისტრად დასახელდა, „უკეთესი ბრიტანეთის“ შენების პირობა დადო და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას „წარმატებად“ აქცევს.
BBC –ის ცნობით, პარლამენტის გარეთ საუბრისას, მეიმ განაცხადა, რომ მას „პატივი ერგო“ შეცვალოს დევიდ ქამერონი, მას შემდეგ რაც მისმა ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა ანდრეა ლედსომმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი გამოეთიშა კამპანიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.